1. ორგანიზაციის სტრუქტურა

ფონდი “ლინგვა პლუსი”, რეგისტრაციის N 501, რეგისტრირებულია 2000 წლის 18 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს მიერ. ორგანიზაციის თავმჯდომარეა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საფრანგეთის აკადემიური პალმის ორდენის კავალერი ქეთევან ჯაში. ის არის 100 ნაშრომის ავტორი.

2. ორგანიზაციის მიზნები

– თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან; 
– თანამშრომლობა უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან; 
– სახელმძღვანელოების, ლექსიკონების შედგენა, გამოცემა; 
– ტრენინგების ჩატარება (საშუალო სკოლისა და უმაღლესი სკოლის მასწავლებლებლებისათვის, როგორც ქალაქის, ისე რეგიონების მასშტაბით); 
– მასწავლებელთა სტაჟირების ხელშეწყობა; 
– საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა. 
ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს გამოცდილ მთარგმნელ-თარჯიმნებთან.

3. საქმიანობა

2003  წელს ორგანიზაციის  ერთი  პროექტი  დაფინანსებულ  იქნა  ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ”. 
ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით დაბეჭდა და გამოსცა წიგნები, ლექსიკონები, თარგმანები: 
– ფრანგულ-ქართული სასკოლო არგოს ლექსიკონი; 
– ფრანგულ-ინგლისურ-რუსულ-ქართული ეკონომიკიური ტერმინოლოგიის ლექსიკონი 
– ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ-გერმანულ-რუსული ეკონომიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი
– ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ-გერმანულ-რუსული იურიდიული ტერმინოლოგიის ლექსიკონი
– ფრანგული და ქართული ენების შეპირისპირებითი ტიპოლოგია
– თარგმნის პრაქტიკული კურსი
– რომანული ისტორიული ენათმეცნიერება
– თარგმნის ხელოვნება და სწავლების მეთოდი
– თარგმანი-ინტერპრეტაციული მოდელი  და სხვა

2014 წელს ორგანიზაციის პროექტი დააფინანსა საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს 4 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი) უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის ტრენინგების ჩატარებას თარგმანმცოდნეობაში. 

ჩვენი მისამართია:

 საქართველო, თბილისი 0171

 ს. ჩიქოვანის ქ. 24ა

 ტელ: +995 32 2 33-31-82 ; 

            +995 599-50-83-37

 ელ-ფოსტაketino50@yahoo.fr